ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
სოფელი ჭალასთავი ისტორიულ წყაროებში მე-16 საუკუნიდან ფიქსირდება, მდინარე ჭიშურის მარცხენა მხარეს მდებარე სოფლის სახელი სოლომონ პირველთან და ხრესილის ომთანაა დაკავშირებული.
სოფელში არსებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც მე7-მე-8 საუკუნეებით თარიღდებოდა პირველად1876 წელს განახლდა. ტაძრის უძველეს სიწმინდეს ღვთისმშობლის ვედრების ხატი წარმოადგენს, რომლის ხნოვანობაც ტაძრის უძლიერესი ჟღერადობით გამორჩეულ ზართან ერთად 140 წელს ითვლის. 2016 წლის 21 სექტემბერს განახლებულ ტაძარში 1927 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა წირვა.
No comments:
Post a Comment