Wednesday, October 5, 2016

ზოგადი ინფორმაცია

   ბლოგზე მოთხრობილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის თემში შემავალ სოფლებში (ნაგარევი,ჭალასთავი) არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ.აქ  თქვენ ნახავთ რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესიას, სათვალთვალო კოშკს, თამარის ხიდს, კასტრულ მღვიმეებს. ჩვენ მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას თითოეული მათგანზე.

     საინტერესოა თავად სოფელის სახელწოდება

ისტორიულად 6-7 საუკუნიდან აქ ყოფილა დაბას ტიპის დასახლება. სამხედრო გზა ადრე ნაგარევზე გადიოდა: ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური-ონი-მამისონისკენ.... არაბების შემოსევების დროს. ქუთაისიდან არაბებს გამოქცევიათ ტყვეები, თოვლი ყოფილა, მდევარი გამოუყოლებიათ და თოვლში კვალს ნაგარევის ტერიტორიაზე გაუვლია. იმათ უთქვამთ "ნაგა რებიო", არაბულად ნაგა ტყვეს ნიშნავს თურმე და რებიო კვალს, თითქოს აქედან მოდის სოფლის სახელიც.
კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს სოფლის სახელწოდების:
მდ. საბანელა არის სამკურნალო წყალი. სახსრებს, მარილებს.... უხდება. და ალბათ ამიტომაც ჰქონდათ იმერეთის მეფეებს ზედა ნაგარევში აგარაკები... აქედან გამომდინარე ნააგარაკალი ადგილებს ჰქვია ნაგარევი.



დროს შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, ტაძრები ,ძველი შარაგზები, ქვაყრილები, ხიდები თუ სისხლიანი ქვები დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ სოფელს მართლაც საინტერესო ისტორიული წარსული აქვს და აქ არსებულ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მნახველზე.





ცხრაკარა ეკლესია

     ოფელ ნაგარევის ცენტრიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 9 კილომეტრში მდებარეობს შუა ფეოდალური ხანის ძეგლი, ცხრაკარა ეკლესია.   ასეთი ტიპის  ეკლესია საქართველოში სულ სამი არის. ერთ-ერთია სწორედ აქ . ფოტოებიდან ჩანს, რომ ტაძარი ცუდ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს შველას .. ტაძრის ეზოში არის სისხლიანი ქვები გადმოცემის თანახმად ერთ ერთი შემოსევის დროს უამრავი სისხლი დაიღვარა ამ ტერიტორიაზე, სწორედ  ეს ისტორიის წაუშლელი მელანი შემოგვინახა ამ ქვებმა.  






ჭალასთავის მღვიმე

ოფელში "ერემიას ხრამად" ცნობილი , სინამდვილეში კი ძალიან ლამაზი და საკმაოდ დიდი მღვიმე , სოფელ ჭალასთავში ნაგარევის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 1 კილომეტრში მდებარეობს. მღვიმეში ჩასასვლელი ექსტრემალურია, თუმცა დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე, მიწის ქვეშ იშლება  სივრცე - უზარმაზარი დარბაზი  თავისი ბუნებრივი საოცრებებით და იდუმალი გასასვლელებით.





 

მარგველაშვილების სალოცავი

აზილიკური ტიპის მაცხოვრის  ეკლესია რომელიც ზედა ნაგარევში მდებარეობს IX-X საუკუნით თარიღდება. ტაძრის სიძველეზე ნანგრევებად ქცეული გალავანი და კედლები მეტყველებს . ხალხი ამ ტაძარს მარგველაშვილების სალოცავს უწოდებს.  გადმოცემის თანახმად ძლიერი გვალვების დროს მარგველაშვილებს შეუწირავთ ამ ეკლესიისათვის  უფლისთვის შეუთხოვიათ წვიმის მოსვლა.

სოფელში დღესაც არის ტრადიცია, მაისის პირველ ორშაბათს(ძველი სტილით) სოფლის მაცხოვრებლები მიდიან ეკლესიაში სალოცავად, მიაქვთ შესაწირი და დღესასწაულობენ.  



თეთრი კლდე - მდინარე ჭიშურის სათავე

აგარევის ცენტრიდან აღმოსავლეთით 5 კილომეტრშ სოფლის ტერიტორიაზე კლდიდან გამოედინება მდინარე ჭიშურა, ამ ადგილს „თეთრ კლდეს“ ეძახიან. წყალი იმდენად სუფთაა რომ მას რამდენიმე სოფელი სასმელადაც კი იყენებს. აქ სულ სიგრილეა, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივებს( და არა მარტო მათ) თავი შეაფარონ ზაფხულის სიცხეებს, დაისვენონ და გაერთონ.თეთრ კლდეში არის წყლის წისქვილი.



თამარის ხიდი


აღიანი ხიდი, რომელიც კუზიანი ხიდის სახელითაა ცნობილი 1668 წელს არის რესტავრირებული და სოფელ ნაგარევში ცენტრიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 1 კილომეტრში მდებარეობს. აქ გადიოდა თბილისი ქუთაისი დიდი შარაგზა. ხიდი დღემდე მოქმედია.

სამსართულიანი სათვალთვალო კოშკი

 
ადმოცემის თანახმად ნაგარევის ტერიტორიაზე  სათვალთვალო კოშკები ყოფილა, რომლებიც დროთა განმავლობაში  ნანგრევებად ქცეულა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც. ერთი სამსართულიანი სათვალთვალო კოშკი დღესაც არის შემორჩენილი ზედა ნაგარევის ტერიტორიაზე და კოშკიდან კარგად ჩანს გზები საიდანაც  შეიძლებოდა მტერი შემოსულიყო ქვემო იმერეთში.

ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ოფელი ჭალასთავი ისტორიულ წყაროებში მე-16 საუკუნიდან ფიქსირდება, მდინარე ჭიშურის მარცხენა მხარეს მდებარე სოფლის სახელი სოლომონ პირველთან და ხრესილის ომთანაა დაკავშირებული.
 სოფელში არსებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც მე7-მე-8 საუკუნეებით თარიღდებოდა  პირველად1876 წელს განახლდა. ტაძრის უძველეს სიწმინდეს ღვთისმშობლის ვედრების ხატი წარმოადგენს, რომლის ხნოვანობაც ტაძრის უძლიერესი ჟღერადობით  გამორჩეულ ზართან ერთად 140 წელს ითვლის. 2016 წლის 21 სექტემბერს განახლებულ ტაძარში 1927 წლის შემდეგ პირველად  ჩატარდა წირვა.